
"ეს დროებითი უსამართლობაა, დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება. მინდა მივმართო ორიოდ სიტყვით პარტიულ საკითხებზე, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ სასამართლო საქმეს, რომელიც არის". - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადა "7 ნოემბრის საქმეშია" ბრალდებული.
"მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის, ყველაზე დაუძინებელ მტერს შეურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება. მაგრამ, მინდა შემდეგი რაღაცა გითხრათ, თუ პარტიის შიგნით ხართ და პარტიას ლანძღავთ, სჯობს ადგეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ. ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია.
მერე მეტი შანსია ისევ ერთად შეიკრიბოთ... მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება.
ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა." - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დისტანციური ჩართვისას განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის მიმართავდა.
"7 ნოემბრის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი განხილვა მიმდინარეობს, სადა ექსპრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო.
ინა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, "7 ნოემბრის საქმის" შეკერვა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა
0
0