
"ქართული ოცნების" წევრი არჩილ გორდულაძე პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბაქრაძემ საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
არჩილ გორდულაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია, როგორც პოლიტიკური, ისევე, მორალური თვალსაზრისით. მისივე თქმით, მსგავსი ტერმინოლოგია აზიანებს საარჩევნო გარემოს და ლუსტრაციას ახდენს მათი ოპონენტების.
"არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ, ზოგადად, ადამიანი, რომელიც თავის თავს კაცს უწოდებს არც წინასაარჩევნო პერიოდში, არც არასაარჩევნო პერიოდში, არც პოლიტიკაში და არც საჯარო თუ კერძო საუბრებში ასეთი ტერმინოლოგიით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით თავი შეიკავონ ამ ადამიანებმა წინასაარჩევნო პერიოდში, ზრდილობას მოუხმონ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური დამკვირვებლები ობიექტური მიდგომებიდან გამომდინარე აუცილებლად ასახავენ თავიანთ დასკვნებში ასეთი რიტორიკით წარმოდგენილი ადამიანების ასეთ არაკაცურ განცხადებებს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
"დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და იმ "ნახმარ სახეებს," რომლებიც აქვთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს," - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
0
0