03/09/2024
22:07
პოლიტიკა
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
ლაშა ბაქრაძის თქმით, არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს - კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა. ამისი სრული გარანტია გვაქვს, რომ იზოლაციაში იქნება ეს ხელისუფლება, რადგან არც ერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.
ამიტომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.
ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, მე ვიტყოდი შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის.
ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით.
ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.
0
0