
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა, პიოტრ ჰოფმანსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.
„დაკავების ორდერი არ არის ჯადოსნური ჯოხი, თუმცა ჩვენ გვჯერა დაკავების ორდერის შემაკავებელი ეფექტის და გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, რომ დაზარალებულები არ დარჩებიან მარტო, ისინი არ არიან დავიწყებულნი და ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რისი მოლოდინიც არის“, - აღნიშნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა.
მან პუტინის დაკავების ორდერი ერთგვარ სანქციას შეადარა და აღნიშნა, რომ "არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც ის უსაფრთხოდ არ იქნება”.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
0
0