
დადგება ამის დროც! ვისაუბრებ რას ვუძლებ, არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ სააკაშვილის „მოკეთეებისგანაც“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა და მიმართა გადაცემის წამყვანს, ეკა მიშველაძეს:
„მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ გაუძელი და უძლებ იმ ბულინგს, რომელზედაც ახლა არ ვისაუბრებთ“.
თავის მხრივ, წამყვანმაც გამოთქვა საკუთარი პოზიცია:
„მოვა დრო და მე ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, როგორ იქცევიან „ვივამედის“ ექიმები ჟურნალისტებთან მიმართებით“, - უპასუხა ხერხეულიძეს ეკა მიშველაძემ.
ხერხეულიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს გიული ალასანიაზე შტურმის მიტანას.
"საქართველოში თავისუფალი სიტყვა არ მოკვდება. დადგება ამის დროც! ვისაუბრებ რას ვუძლებ, არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ სააკაშვილის „მოკეთეებისგანაც“. ხელისუფლება ისევ ცდილობს გიული ალასანიაზე შტურმის მიტანას. თურმე ის უკრძალავს მას მიიღოს დამატებითი კალორიები. მიხეილ სააკაშვილი არა არის ის პიროვნება, რომელსაც გაუბედავს ვინმე და ეტყვის - „მიშა შენ ახლა არ უნდა ჭამო“ უბრალოდ არ არსებობს ასეთი დიალოგები მიხეილ სააკაშვილთან. სააკაშვილს ძალიან დიდი სურვილი აქვს კვების. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კვება შეძლოს. ის არ არის მიდრეკილი სუიციდისკენ. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დეპრესიული ადამიანი. სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026