26/02/2023
19:24
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალური ქსელით “რია ნოვოსტის” მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას გამოეხმურა და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ციხის თუ საავადმყოფოს პალატიდანაც ახერხებს ქვეყნის დაზიანებას და "სატოპკე" მასალებს უგდებს რუსეთს… ვის აწყობს ეს ცრუ აჟიოტაჟი, კრემლის გარდა?"
ამირან სალუქვაძე წერს:
✔️ ციხის თუ საავადმყოფოს პალატიდანაც ახერხებს ქვეყნის დაზიანებას და "სატოპკე" მასალებს უგდებს რუსეთს.
მარტივი სქემაა:
▪️სააკაშვილმა დაწერა ცრუ ინფორმაცია, საქართველომ კურსი აზიისკენ შეცვალაო;
▪️მყისიერად აიტაცა "რია ნოვოსტიმ", - საქართველომ კურსი აღმოსავლეთისკენ შეცვალაო;
▪️ესტაფეტაში სააკაშვილის მომხრეები ჩაერთვნენ და "რია ნოვოსტის" სტატიას სოცქსელში აფრიალებენ;
▪️ველოდები გორბაჩოვისტ კუბილიუსებს. ორშაბათს გაიღვიძებენ.
✔️ სადმე რაიმე განცხადება გააკეთა ხელისუფლებამ, ევროკავშირში მიღების განაცხადი გამოიტანა, თუ ნატოზე თქვა უარი? ვის აწყობს ეს ცრუ აჟიოტაჟი, კრემლის გარდა? - წერს სალუქვაძე.
0
0