
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პოლიტიკოსებს მისი იდეებისა და ტერმინების მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, პარტია"ლელომ" მისი მთავარი მესიჯი, ხოლო ნინო ლომჯარიამ იდეები მიითვისა.
ჩერგილეიშვილი წერს:
"ახლა რა ხდება.
11 ნოემბერს ევროპული საქართველოს კონფერენციას რომ ვაანონსებდით, ყრილობა უნდა ყოფილიყო და ეგ სიტყვა არ მოგვეწონა და კონფერენციად გამოვაცხადეთ.
ამ კონფერენციაზე წარვადგინეთ ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის გეგმა.
ორ საათიანი პროგრამა იყო, ჩვენი გუნდის 2 წლის ნამუშევარი.
ზუსტად ერთ კვირაში, იმავე ადგილას, ღონისძიება გამართა ლელომ.
დაარქვა თბილისის კონფერენცია.
შეაქუჩა რაღაც საზოგადოება.
დადგა ყუთი და იქიდან ამოაძრო საბა ბუაძე რაღაც თანამდებობაზე.
იგივე ადგილი, იგივე სახელი (შეცვლილი გეოგრაფიით)
ოღონდ შინაარსად - საბა ბუაძე.
ახლა რაღაც კლიპი შემომხვდა, საბა ბუაძე ქართული პოლიტიკის სასტემურ გადატვირთვას გთავაზობთ.
სიტყვა სიტყვით - სისტემურ გადატვირთვას გთავაზობთ.
განა სიტყვების პრივატიზაციას ვახდენ, უბრალოდ გახსენებთ რომ ლელოს ძააან უნდა “წარსულით დამძიმებულ სახეებს” გაემიჯნოს და ასე და ამგვარად გვემიჯნება 🙂
მე სუპერგმირები მიყვარს.
სისტემად ვხედავ სუპერგმირებს.
ევროპული საქართველოს სუპერგმირი მინდოდა.
ბოლშევიკებმა ვინც მოკლეს, ჩემთვის ყველა ერთგვარი სუპერგმირია - საუკეთესო ქართველები!
ოცხელიც ასეთია.
ავიღე მისი მღებავი და გადავაკეთე.
ანუ ოცხელი ვაქციე პარტიის ერთგვარ თემად, ილიასთან, ვაჟასთან, მარო მაყაშვილთან და სხვებთან ერთად.
ვთვლი რომ ესაა ჩვენი პარტიის შინაარსი.
გავიხედე ლომჯარია რაღაც პოლიტიკურ შეხვედრას აწყობს კულტმუშაკებთან - პოსტერებზე სულ ოცხელია.
ოცხელის პრივატიზაციას კი არ ვახდენ, ან სიტყვების - უბრალოდ აღვნიშნავ, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ის ჩვენამდე არავის გამოუყენებია.
ამასთან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, ქართველი ლიბერალები, განვასახიერებთ ეროვნულ ღირებულებებს.
ამის დასტურად გავაცოცხლეთ ისტორიული გმირები, და რასაც ჩვენ ვიძახით, ის მათი სიტყვებით ვათქმევინეთ.
გავიხედე, ლომჯარიას მოუწყვია რაღაც გამოფენა - ისტორიული გმირები გაუცოცხლებია, და ალაპარაკებს.
განა მიდ ჯერნის, ან ჩვენი ისტორიული მოაზროვნეების პრივატიზაციას ვახდენ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ პოლიტიკაში, ევროპულ საქართველომდე, ისტორიული წარსული ამ ფორმით არავის წარმოუჩენია.
ნიშანდობლივია, ჩვენი იდეები ძალიან მოსწონს და პირდაპირ იპარავს ქალი, რომელიც ჭიაბერაშვილს და სერგო რატიანს აშანტაჟებდა, ჩერგოს გაემიჯნეთ, თორემ შეხვედრას ჩავშლიო - მემიჯნება ასე და ამგვარად 🙂
ნუ მელიაზე აღარაფერს ვამბობ.
აიღეთ რასაც კეზერაშვილზე ლაპარაკობს და ჩემს კედელზე დასერჩეთ - ჩემს პოსტებში ნახავთ ზუსტად იმ წინადადებებს, რა წინადადებებსაც მელია ამბობს.
ეს კაცი მიშასთან უკან რომ გადახტა, პარტიის წევრებთან დარბოდა და აშინებდა, ბოკერიასთან არ დარჩეთ, თორემ “ჩერგო დაგაჯდებათო”.
უბრალოდ გიყვებით.
ბევრგან მოვყვები." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0