25/02/2023
16:42
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და თეა წულუკიანს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს.
„ასე ხდება როდესაც ადამიანს შეუფერებელ ადგილას ნიშნავენ. საპატრიარქოს გელათთან დაკავშირებით თავიდანვე სწორი პოზიცია ეკავა. ჩვენი წულუკიანი ერთი წელი ეხმალავა ეკლესიას და ბოლოს დამარცხდა. ეს მინისტრი თავის სამინისტროინად რაში გჭირდება? არც კომპეტენცია რომ არ აქვს, პრობლემებს არათუ ვერ აგვარებს, არამედ თავად ქმნის. ჰოდა, თეა წადი სახლში, კულტურას და სპორტს კიდევ შენი არევ-დარევა არ სჭირდება“, - წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს.
0
0