12/11/2021
17:17
პოლიტიკა
“ჩვენ როგორც ივანიშვილს და მის მონებს დავპირდით, აუცილებლად იქნება ეს საპროტესტო აქციები უწყვეტი, მტკიცე, მაგრამ არაძალადობრივი. ჩვენ ამას ვასრულებთ და ნამდვილად არ დავიღლებით.
აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს, მხოლოდ კლინიკაში გადაყვანა არ არის მთავარი მოთხოვნა და შედეგი მთავარი მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მთავარი მიზანია მიშა სააკაშვილის თავისუფლება და თავისუფლება საქართველოში. ძალინ კარგია რომ პრეზიდენტი ზელენსკი ზრუნავს თავის მეგობარზე და უკრაინის მოქალაქეზე, მიშა სააკაშვილზე. ამ ქოცებსაც ეგ უნდათ, როცა მოუწევთ და მიშას გაათავისუფლებენ, წავიდეს უკრაინაში. ნურაც უკაცრავად, უნდა იყოს მიშა სააკაშვილი თავისუფლებაზე და საქართველოში, თავის მიწაზე, თავის ხალხთან. აქ უნდა ატარებდეს საარჩევნო კამპანიას და როცა გარეთ იქნება, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მერე ვნახავთ ვინ გაიმარჯვებს იმ არჩევბებში, როდესაც მიშა იქნება გარეთ, ხალხთან და კამპანიის პირობებში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა “ფორმულასთან”.
0
0