04/03/2022
13:30
პოლიტიკა
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარტნიორებთან შეხვედრები გამართა და ახლა საინტერესო იქნება მისგან იმის მოსმენა, თუ რა გზავნილები მიიღო ევროპაში.
„ჩემი წარმოდგენით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში დაჩქარებული წესით წევრობის განაცხადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს განაცხადი დაკმაყოფილდეს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში გახლდათ ბრიუსელში, შეხვდა ემანუელ მაკრონს, ესაუბრა ბლინკენს. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ვამაყობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაცხადი შევიტანეთ და ამ დროს პრეზიდენტი ბრუნდება ბრიუსელიდან, საფრანგეთიდან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს მისი გამოსვლა როგორც ანგარიში. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, რა უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს ჩვენმა პარტნიორებმა. არ ვდაობ არც პროცედურულ საკითხებზე, არც პოლიტიკურად, ერთხელ ერთიანი პოზიცია გქონდეთ. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გვინდა შესვლა და ამ დროს პოლიტიკური კულტურაც კი არ გვაქვს ერთმანეთთან მოლაპარაკების, თანხმობის და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე ვამბობთ, რომ ახლა არ არის ამის დრო და ერთი კვირის შემდეგ მოვიყვანოთ.
ამასთან, უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სალომე ზურაბიშვილს უხდის მადლობას. შეიძლება მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ. მოვუსმინოთ პრეზიდენტს, გვქონდეს სახელმწიფო პოზიცია და ეს არ გადაიტანოთ ძალის დემონსტრირებაში. თუ ვთანხმდებით, რომ აქ, ახლა უმნიშვნელოვანესი, ძალიან მძიმე ვითარებაა და ჩვენ გვაქვს დიდი გზა გასავლელი, რატომ არ გვინდა მოვუსმინოთ საქართველოს პრეზიდენტს. ბატონო მამუკა (მდინარაძე), პლენარულ სხდომაზე მოგვმართავდით, თანხმობა არ შეგიძლიათო. ვთანხმდებით და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ხვალ სხდომაზე პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ, საქართველოს მოქალაქეებს გვაინტერესებს, რა კონსულტაციები ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს და როგორ წარმოუდგენია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი პოზიცია“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0