25/11/2021
16:00
პოლიტიკა
მისივე თქმით, კოლეგებს სააკაშვილის გათავისუფლებაში წარმატებებს უსურვებს.
„არ მიგვიწვევენ მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად მაინც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, „რა გზავნილები ამოიკითხეთ სააკაშვილის მიმართვიდან, რა იყო თქვენთვის საყურადღებო“, ხვიჩიამ განაცხადა:
„როგორც ყოველთვის, მოდი, დავამხოთ ქოცები და შემდეგ ერთმანეთში ჩვენ დავლაგდეთ. ეს, რაც აქამდეც იყო, არ უმუშავია, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ. რევოლუციური სცენარი კი არ არის, სინამდვილეში, საუბარია რევოლუციაზე, მაგრამ არა კონკრეტული გეგმები და ნაბიჯები, რაც ზოგადად, რევოლუციას სჭირდება. თუ არა და ისე ღაღადების ტიპის საუბრად დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.
0
0