28/02/2024
17:05
მსოფლიო
„ჩრდილოეთ ღაზას ქალაქ ჯაბალიაში მდებარე ალ-ავდას საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საწვავისა და სამედიცინო მარაგების დეფიციტის გამო პაციენტებისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურება სრულად შეჩერდება,“ - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Wafa.
ალ-ავდას მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის დირექტორის მუჰამედ სალჰას ინფორმაციით, „მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ძირითადი სერვისებით უზრუნველყოფა სრულად შეწყდება.“
მუჰამედ სალჰამ ყველა საერთაშორისო, ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციას მოუწოდა, რომ ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე, რათა საავადმყოფო მედიკამენტებით, სახარჯო მასალებით, სამედიცინო მასალებით და საწვავით უზრუნველყოს.
როგორც ცნობილია, ალ-ავდას საავადმყოფო 18 დღის განმავლობაში ისრაელის ძალების ალყაში იყო, რამაც სერიოზულად დააზიანა შენობის ზედა სართულები, ასევე განადგურდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა.
0
0