-share.jpg)
ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები - ცნობილი ხდება დანაშაულის ჩადენის ადგილი და იარაღი.
მოკლულებს მრავლობითი დაზიანებები დანით და ქვით აქვთ მიყენებული. ცოლ-ქმარს ფასანაურში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს, რომელიც მანქანის ხელოსანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმესთან მხოლოდ ირიბი შემხებლობა აქვს, ამიტომ არ გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალოს.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლ-ქმარს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით იქვე მდებარე თხრილში მოათავსა.
ადგილი, სადაც სასტიკი დანაშაული მოხდა, მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უბანში, მიტოვებულ ადგილას და ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული მოხდა ღამის საათებში.
ადგილობრივების ცნობით, დამნაშავემ 35 000 დოლარი წაიღო.
მოკლულთა ოჯახი ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები მანქანების ყიდვას აპირებდნენ და სოლიდური თანხა უკვე გადარიცხული ჰქონდათ.
"ინტერნეტში ნახა მანქანები. რამდენიმე მანქანა უნდა შეეძინა. სახეზეც ეტყობოდათ წამების კვალი, დანით არიან დახოცილები და შემდეგ ჭაში ჩაყარა და გადამალვის მიზნით ქვები დააყარა. ჩემს დას ძალიან ჰქონდა დაზიანებული სახე, ჩამტვრეული ჰქონდა ძვლები მთლიანად სახის," - ამბობს გარდაცვლილის და.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია ერთი პირი, 40 წლამდე მამაკაცი. მისი ადვოკატი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
წყარო: rustavi2.ge
0
0