08/11/2021
21:38
პოლიტიკა
გიული ალასანიას ასევე ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი შეუშვან.
„ჩემი თხოვნაა, რომ ზუსტად ვიცოდე სად იმყოფება ჩემი შვილი - მიხეილ სააკაშვილი. ჩემი თხოვნაა მასთან იყოს დაშვებული მისი პირადი ექიმი და ადამიანის უფლებების დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია“, - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, უშვებს თუ არა იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იყოს, ალასანია პასუხობს, რომ „გამორიცხული არაფერია“.
„მოვიდა ჩემამადე ეს ყველაფერი, უკრაინიდან მირეკავენ და ისინი ამბობენ, რომ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, არაფერი არ არის გამორიცხული, ვერაფერს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ქუჩაში გამოსულ ხალხს საფრთხე ემუქრება, ის პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
„ხალხია ქუჩაში დიდი რაოდენობით გამოსული, ეს ხალხი რისკის ქვეშაა, რადგან დღეს უკვე აქტივისტების დაპატიმრებები დაიწყო, შეიძლება იმის მოლოდინია, რომ ეს ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ან რაღაც პროვოკაციებიც მოეწყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და ამას რა მოყვება, არ ვიცით. ეს ყველაფერი იქნება ჩემი შვილის, ამ ისტორიის ქვეშ პარალელური პროცესები“, - განაცხადა ალასანიამ.
0
0