
"ჩემი ქცევები, რაც ვიდეოშია ასახული, უპატიებელია. მათზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ". - შონ Diddy კომბსი [Puff Daddy] გამოცემა CNN-ის მიერ მოპოვებულ 2016 წლის ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ რეპერი მაშინდელ მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე განმეორებითად ძალადობს.
რეპერმა, რომელიც ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფდა, ვიდეო თავად გამოაქვეყნა Instagram-ზე, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ პატიებას არ თხოულობს.
"საკუთარ თავზე გული მერეოდა მაშინაც, როდესაც ეს გავაკეთე. ახლაც იმავეს ვგრძნობ. შემდეგ წავედი და პროფესიონალური დახმარება ვითხოვე. ვიარე თერაპიაზე და გავიარე რეაბილიტაცია. ღმერთს უნდა ვთხოვო წყალობა და პატიება. ძალიან ვწუხვარ. თუმცა, ყოველ დღე მოწადინებული ვარ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე. პატიებას არ ვითხოვ. მართლა ვწუხვარ." - ამბობს კომბსი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
0
0