CNN-მა სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა - ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერი ლოს-ანჯელესის სასტუმროდან, რომელზეც ჩანს, როგორ ცემს რეპერი შონ კომბსი, იგივე პი დიდი, ყოფილ შეყვარებულს - მომღერალ კესი ვენტურას.
ინციდენტი, რომელიც 2016 წლის 5 მარტს მოხდა, სასამართლო სარჩელშია აღწერილი. სარჩელი კესიმ აღძრა შარშან და მოყვა, როგორ დაესხა თავს მთვრალი რეპერი. მან გოგონას დაარტყა და როცა მოგვიანებით კესი წასვლას ცდილობდა, გამოეკიდა და მასზე ფიზიკურად იძალადა. საბოლოოდ კესიმ მაინც მოახერხა ტაქსის გამოძახება და იქიდან წასვლა. მოგვიანებით ის დაბრუნებულა სასტუმროში იმის შიშით, რომ მისი წასვლით გაბრაზებულ რეპერს უარესი არ ექნა, თუმცა სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომლებმა დაარწმუნეს, სახლში დაბრუნებულიყო და მიანიშნეს, რომ უკვე ნანახი ჰქონდათ კამერების ჩანაწერები.
კესისა და კომბს შორის რომანი 2007 წელს დაიწყო, როცა გოგონა 19 წლის იყო, ხოლო რეპერი - 37-ის.
კესი სარჩელში ირწმუნებოდა, რომ კომბსმა 50 ათასი დოლარი გადაიხადა ჩანაწერის ამოღებისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ჩანაწერმა მაინც გაჟონა სოციალურ ქსელში.
კესიმ სასამართლოზე აღნიშნა, რომ რეპერი გამუდმებით ძალადობდა მასზე, ნარკოტიკებსაც მიაჩვია და სხვა მამაკაცებთან სქესობრივ კავშირსაც აიძულებდა, თან ამას კამერით იღებდა...
0
0