
ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციამ სასამართლოში სარჩელი შეიატანა. სარჩელის მიზეზი ინტერნეტში გამოქვეყნებული ყალბი გარეკანები გახდა, რომლებიც გამოცემის სახელით გამოქვეყნდა. Le Monde-ის ცნობით, ისინი დასცინიან უკრაინას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
Charlie Hebdo-ს ხელმძღვანელობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში Telegram-სა და სოციალურ ქსელ X-ზე 15 გარეკანის გამოქვეყნება გააპროტესტა. ისინი დასცინოდნენ არა მხოლოდ ზელენსკის და უკრაინის არმიას, არამედ კიევისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხარდაჭერას.
სატირული სურათების თემა ასევე დიდი ბრიტანეთის მიგრაციული პოლიტიკა გახდა და ის თეორიაც კი, რომ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი ბიოლოგიური მამაკაცია. რედაქციამ უარყო ამ კარიკატურების ავტორობა და მიიჩნია, რომ ისინი ძირითადად რუსი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი, რათა დაერწმუნებინათ, რომ Charlie Hebdo ზელენსკის ეწინააღმდეგება.
Charlie Hebdo-ს ადვოკატმა რიჩარდ მალკამ სოციალურ ქსელებში კარიკატურისტების ქმედებებს ,,ინდუსტრიული მიდგომა“ უწოდა, რომლის საშუალებით, შესაძლებელია ძალიან მაღალი ხარისხის გარეკანების გამოქვეყნება.
„გაზეთის სარედაქციო ხაზის არმცოდნე პირების შეცდომაში შეყვანა ადვილია. აქ აშკარად იკვეთება განზრახვა, რომელიც პრორუსულ პროპაგანდას ჰგავს. ამჟამად სატირული გამოცემის რედაქცია ამ პროპაგანდის ავტორებისა და მომხმარებლების იდენტიფიცირებას ცდილობს“, - განაცხადა ადვოკატმა.
0
0