
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენის ჩართვა იყო საჭირო. გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე იყო ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა.
მანამდე კი ცნობილი იყო, რომ მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.
ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 2 ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
0
0