13/11/2021
18:28
პოლიტიკა
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480 302 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 494 676 შეადგინა.
თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 19;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -13 მანდატი;
„გახარია - საქართველოსთვის“- 4;
„ლელო“ – 2;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1;
„ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 1 მანდატი.
მეორე ტურის შედეგები ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
0
0