18/08/2022
13:36
პოლიტიკა
პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.
არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებულ საქმიანობებს ახორციელებს. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იგეგმება ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება
ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3QUMgof
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს - http://cesko.ge/ ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 2 51-00-51.
0
0