09/01/2025
14:54
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის მზად იყო იმისთვის, რაც შესაძლოა, გარედან ნებისმიერ სპეკულაციას მოჰყვეს. მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ამისთვის მზად არის.
ამასთან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში წარსულში, წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები უნდა შეფასდეს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, რათა არ მოხდეს ადამიანების შეცდომაში შეყვანა.
„რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებას, იცით, რომ ბევრი საკითხი და დაპირება საკონსტიტუციო უმრავლესობასთან იყო დაკავშირებული, თუ არ არის საკონსტიტიციო უმრავლესობის საჭიროება და ჩვენ ამ დაპირებების შესრულება ისე შეგვიძლია, ბუნებრივია, ამ დაპირებების შესრულებაზე უარს არ ვიტყვით. მხოლოდ იმიტომ, რომ ნათქვამი იყო – საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, ამის გარეშეც თუ შეგვიძლია, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოების წინაშე ყველა დაპირებას შევასრულებთ. ეს არის ცალკე აღებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან თუ არ შევაფასეთ და თავისი სახელი არ დავარქვით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება, ძალიან ბვერი ადამიანი შეიძლება, გავწიროთ იმისთვის, რომ აღმოჩნდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის, ბულინგის, ინფორმაციული ფეიკკამპანიების მსხვერპლი.
შემთხვევით არ მითქვამს, რომ ასაკის გამო ბევრ ადამიანს არ ახსოვს ან ემოციურ დონეზე შეიძლება არ გვახსოვს ის წლები, რომლის დროსაც გარედან ვიღაცები, ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდები, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და სინამდვილეში, ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, ბიზნესებს ღამე ნოტარიუსებთან დაბარებით ათმობინებდნენ და პროკურატურის, სხვა უწყებების საშუალებით ემუქრებოდნენ, თუ ასე არ მოიქცეოდნენ. ციხეში პატიმრებს რას უშვებოდნენ, ამაზე აღარ გავაგრძელებ. იმ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, მოატყუონ განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვიღაცას პრორუსობა დააბრალონ, ვიღაცას – სხვა რამ, ავტორიტარულ რეჟიმზე საუბრობენ დღეს, ჩვენს პირობებში, ამ დროს ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ომის დანაშაულს რუსეთის სასარგებლოდ აბრალებდნენ საკუთარ სამხედროებს. ომის დაწყებას უღიარებდნენ რუსეთს. რუსეთს ხმას აძლევდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როცა მხოლოდ საქართველოს ხმა სჭირდებოდა ამის გაკეთებას. ამ დროს გაღმა შედავების პრინციპით დღეს ისინი გვიტრიალდებიან და ჩვენ გვამუნათებენ რაღაცებზე.
შეიძლება, დავუშვათ, არსებობდეს ვიღაც, რომელმაც ძალიან გულწრფელად რაღაც დაიჯერა ამ ფსიქოლოგიური ფეიკშტურმის გამო და დგას აქციაზე, ის დგას იმ ძალების ორგანიზებულ აქციაზე, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებდნენ და ამას თუ სახელი არ დაერქვა, წინა რეჟიმის ბევრ წარმომადგენელს ბევრი საშუალება ექნება, რომ საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. დაუპირისპირდეს რეალურ ევროპელობას, რეალურ ღირებულებებს და ეს შეფუთოს ევროპელობის და ევროპულობის, დემოკრატიის სახელით და ამ დროს, ის იყოს იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც მკვლელობას, მათ შორის თუნდაც რუსეთის სასარგებლო მოქმედებებს, ოკუპაციის სასარგებლო მოქმედებებს არ ერიდებოდა. ამიტომ ეს პარადოქსალური სიტუაცია ჩვენ ჩვენი მოქმედებებით უნდა გამოვასწოროთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში და ყველა ადამიანი შეეცადოს, ამ მოვლენების სწორი ანალიზის შეფასების და საკითხების მიმართ სწორი დამოკიდებულის გზით უზრუნველყოს თავისი წილი ქვეყნის განვითარების საქმეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0