-share.jpg)
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს:
„▪️ჯერ თავს იკლავენ პარლამენტში მოსახვედრად, ნაძარცვ მილიონებს ხარჯავენ, შავი პიარით, სიძულვილის ფრქვევით…
▪️აგებენ არჩევნებს და უარს აცხადებენ შესვლაზე…
▪️პარლამენტის ნაცვლად შედიან ფანჩატურში…
▪️მერე ერევა ნახევარი მსოფლიო, რათა როგორმე შეიყვანონ პარლამენტში…
▪️შედიან პარლამენტში და არაფერს აკეთებენ. ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენიათ. დამავიწყდა, მხუთავ სითხეებს აფრქვევენ…
▪️მერე დიდხანს იმუქრებიან პარლამენტის დატოვებით, ან ბოიკოტით…
▪️ბოლოს თანხმდებიან ბოიკოტზე. მანდატი რაში გამოადგებათ, ჯერ არ იციან. ბოიკოტი კი ოფიციალურად აძლევთ უსაქმურობის უფლებას…
▪️ სხვათა შორის, ბოიკოტის გამოცხადებით, დიდ შარში გაყოფენ თავს. მოგვიანებით გაიგებენ…
▪️ზოგიერთი ექს-ფანჩატურელი მიხვდა, რომ წამგებიანი თამაშია და ცდილობენ საკუთარი გზით იარონ. ოღონდ დააგვიანეს…
▪️არაფერი იცვლება. ბიუჯეტის და უკანონოდ გამდიდრებული ექს-ჩინოვნიკების ფულის მყვლეფავი ოპოზიცია…“ - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
0
0