
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა 2028 წლისთვის რუსეთის რესურსების მიწოდებაზე უარის თქმის კურსი აიღო, ამერიკული ატომური ენერგეტიკა კვლავაც ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე.
2025 წელს ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ურანის გამდიდრების მომსახურების (SWU) თითქმის 26% რუსულ მიწოდებაზე მოდიოდა, მაშინ როცა ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 17% იყო.
თუმცა, რუსული ურანის იმპორტი ოფიციალურად აკრძალულია, მოქმედი კანონი ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას იძლევა.
ამასთანავე, აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში ურანის გამდიდრების ახალი სიმძლავრეები ათწლეულის ბოლომდე რუსულ ურანს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, რაც ამერიკული ატომური სექტორის მოსკოვზე დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
0
0
შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
02/10/2026