13/05/2023
11:54
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განიხილა უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადება და იარაღით დახმარების საკითხები, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„მათ განიხილეს უკრაინის კონტრიერიშისთვის მიმდინარე მზადება, მათ შორის, რა წვლილი შეიძლება შეიტანონ ამ მზადებაში საერთაშორისო პარტნიორებმა“, - ნათქვამია საუბრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ინფორმაციის მიხედვით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ხაზი გაუსვა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაპირებას უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე.
კულებამ თავის მხრივ ტვიტერზე დაწერა, რომ საუბარი მიზნად ისახავდა იარაღის მორიგი გადაცემის კოორდინაციას, გლობალურ სამხრეთთან თანამშრომლობას და სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
0
0