
სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„ბლექ სი არენაზე სულ რო ჯენის ჯოპლინის რეინკარნაციამ იმღეროს, არ უნდა შევდიოდეთ, მარა...“ - წერს ფერაძე.
როგორც ცნობილია, “ბლეკ სი არენაზე” გამართულ კონცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია".
თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა - ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
კონცერტის დასრულებიდან მალევე, The Killers-მა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადა Black Sea Arena-ს გუნდმაც.
0
0