24/04/2023
00:44
პოლიტიკა
“ისეთი მაღალი პრესტიჟის მქონე ტელევიზიის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად, როგორიცაა „ბიბისი“, საქართველოში უკვე ყველამ გაიგო, რომ კეზერაშვილი, დიახ, ძარცვავდა პენსიონერებს ევროპის მასშტაბით”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„დიახ, დავით კეზერაშვილთან არსებობს სისხლის სამართლებრივი კითხვები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებშიც და რომ სწორედ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით და არამხოლოდ ქართველი ჯარისკაცებისგან მოპარული ფულით, კეზერაშვილი აფინანსებს დღეს ქართული პოლიტიკის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია. და აფინანსებს, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ტელევიზიას, სადაც ზოგიერთი ჟურნალისტი კოხტად წამომჯდარა და გვიქადაგებს, როგორ უნდა ვიყოთ ევროპელები და ადამიანის უფლებების დამცველები“,- განაცხადა წულუკიანმა.
0
0