
აშშ-ის გრანდ კანიონში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაკარგულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
წყალდიდობა 29 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახური იტყობინება.
ამ დროისთვის ტერიტორიიდან ვერტმფრენებით 62 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
წყალდიდობამ ზოგიერთ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რამდენიმე ბილიკი დაიკეტა. წყალმა წაიღო ხიდები.
აშშ-ის ეროვნული პარკის სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა და ტურისტები, რომ მოსალოდნელია ახალი ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმა. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს დამატებითი წყალდიდობები, ღვარცოფები, კლდეზვავები და ბილიკებისა და მდინარის მდგომარეობის სწრაფი ცვლილებები.
ცნობისთვის, გრანდ კანიონი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროვნული პარკია და მას ყოველწლიურად დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი სტუმრობს.
0
0