
გერმანიის პოლიცია დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით, ამის შესახებ უკრაინული მედია DPA-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, გუშინ ბერლინის პოლიციამ მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების ზომები ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ასევე რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეწყდება 14 მაისს დილის 5 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
ცენტრალურ უბნებში მაცხოვრებლებს კი პირადობის მოწმობების ტარების ვალდებულება ექნებატ.
მედია წერს, რომ ჯერჯერობით, არ ყოფილა ოფიციალური დადასტურება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც ჩავა გერმანიაში, თუმცა ცნობილია, რომ ზელენსკის დღეს იტალიაში ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ფედერალური პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით 13 მაისს უნდა ჩასულიყო. მეორე დღეს ზელენსკი ოფიციალურად უნდა მიეღო კანცლერ ოლაფ შოლცსაც.
ამის შემდეგ t-online იტყობინება, რომ ზელენსკიმ შესაძლოა გააუქმოს გამგზავრება გერმანიაში, ამ ვიზიტის გახმაურების გამო.
თუ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში მაინც გაემგზავრება, სავარაუდოდ, 14 მაისს, აახენში, კარლოს დიდის პრემიის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იქ ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პოლონეთის პრემიერ მინისტრი მატეუშ მორავიეცკი იქნებიან, წერს უკრაინული მედია.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026