07/09/2023
14:25
პოლიტიკა
საქართველო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრას მასპინძლობს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
CORLEAP-ში საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, 7 სექტემბერს, ბათუმში მაღალი დონის ღონისძიება მოეწყო, რომელშიც CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50-მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე მონაწილეობენ.
ღონისძიება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან და ათეას ვიცე - პრეზიდენტთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდამ და CORLEAP-ის თანათავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიება რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც ყურადღება გამახვილდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის როლზე, ასევე მოქალაქეებთან ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგზე.
შეხვედრაზე დელეგატები განიხილავენ და დაამტკიცებენ CORLEAP-ის 2023-2024 წლების განახლებულ სამოქმედო გეგმას, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება ანგარიში,
CORLEAP-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდა CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დელეგაციის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა CORLEAP-ის ანგარიში თემაზე "ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ დონეზე: რა მოგვცა დადებითი COVID 19 პანდემიამ".
შეხვედრის დასასრულს კი, ახალი თანათავმჯდომარის წარდგენა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსი, საქართველომ ამჯერად უკრაინას გადააბარა.
8 სექტემბერს კი, დაგეგმილია კონფერენციის - ,,მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში" გამართვა, რომელშიც CORLEAP-ის დელეგატებთან ერთად, ათეას წევრი მუნიციპალიტეტების პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის შემადგენლობა კი, ათეას აღმასრულებელმა საბჭომ 2022 წლის მარტში დაამტკიცა.
CORLEAP-ის დელეგაცია საქართველოს 9 სექტემბერს დატოვებს.
0
0