-share.jpg)
ხელისუფლება საკმაოდ, ძლიერია. კომფორტულად და ძლიერად გრძნობს თავს წინასაარჩევნოდ - ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს პოზიტიური დღის წესრიგის დამყარება , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ოპოზიციაში დღის წესრიგი არის იგივე, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ძალაა, მტერია, მონაა და ა.შ.. კვლავ გრძელდება შეურაცხყოფა. ასევე, ბალადა იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ დამთავრდება „ქართული ოცნება“ ... ეს ასე არ არის. რეალურად, ხელისუფლება, საკმაოდ, ძლიერია. კომფორტულად და ძლიერად გრძნობს თავს წინასაარჩევნოდ. ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს პოზიტიური დღის წესრიგის დამყარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე მოსაზრებით, ხელისუფლების მისამართით „პრორუსის“ შეძახილი არ მუშაობას.
„მოსახლეობას არ უჩნდება ზიზღის გრძნობა, იმიტომ, რომ ხელისუფლება პრორუსია. ამას მე თუ ვიძახი, ჩემს მიმართ უფრო არის გაღიზიანება, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. ამას ოდესმე ხომ უნდა მიხვდე?! მოსახლეობა შენგან ელოდება ისეთ რამეს, რითაც მას ცხოვრება გაუუმჯობესდება. ეს უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
0
0
გორში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს
08/07/2025