17/07/2023
19:06
ბადაგონი
ღვინის სფეროში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გამომცემლობამ - Falstaff-მა კონკურსის ფორმატის დეგუსტაცია ჩაატარა, სადაც „ბადაგონის“ ღვინოს „ალავერდის ტრადიციას“, ყველაზე მაღალი შეფასება - 94 ქულა მიენიჭა.
როგორც კომპანია „ბადაგონში“ „სფეისნიუსს“ განუცხადეს, „ბადაგონის“ წითელი, მშრალი ღვინო "ალავერდის ტრადიცია", ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებულ ვენახებში მოყვანილი, საფერავის ჯიშის საუკეთესო ყურძნისაგან იქმნება.
„ამ საოცარ ღვინოს განსაკუთრებულ ღირსებას სძენს ის, რომ მისი ფერმენტაცია მე-11 საუკუნის ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში, სპეციალურ მუხის ჩანებში მიმდინარეობს. ხოლო, შემდგომი დავარგება - ფრანგულ მუხის კასრებში.
დაუვიწყარი სურნელი და გემო, საფერავის ჯიშური არომატები, ქლიავისა და კენკრის ტონები - ეს ღვინის ის მახასიათებლებია, რომლებიც "ალავერდის ტრადიციას", საუკეთესო ღვინოთა შორის, ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს,“- აცხადებენ კომპანიაში.
Falstaff--ის საკონკურსო დეგუსტაციაში 69 დასახელების ღვინო მონაწილეობდა, რომელთა შორის, უმაღლესი, 94 ქულიანი შეფასება „ბადაგონის“ „ალავერდის ტრადიციას“ ერგო.
Falstaff- ის დეგუსტატორების შეფასებით, “ბადაგონის” ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოშიც.
ამასთან, Falstaff-ის ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებში დაიბეჭდა სტატია, საქართველოსა და კონკურსში გამარჯვებული ღვინოების შესახებ.
0
0