05/09/2023
18:33
პოლიტიკა
ექსპერტი გია ხუხაშვილი, “მთავარი არხის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას განცხადებებსა ეხმიანება:
„ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე:
მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდით.
შესაბამისად, ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი.
ის რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი.
წინ უნდა ვიყუროთ და თუ ეს ტელევიზია ახლა მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურს, ან კლანურს ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ხვალ თუ “იმედიც” იგივეს გააკეთებს (იმდენი არ არის ჩემი მტერი), იმასაც მივესალმები…“ - წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, “მთავარი არხის” ეთერში, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ “მთავარი არხი” “ნაცების” ტელევიზია აღარ იქნება.
გაბუნიას ამ განცხადებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
მათ შორის იყო ეკა კვესიტაძეც.
“მთავარი არხის” წამყვანი, ეკა კვესიტაძე, გაბუნიას რჩევას აძლევს: “ისევ პუტინს მიაწექი!”.
0
0