13/08/2022
10:31
სამართალი
ახალქალაქის ჰოსპიტალში ახლადნამშობიარები ქალის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იკვლევს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ცნობისთვის, ახალქალაქის კლინიკაში 27 წლის ქალი 7 აგვისტოს გარდაიცვალა.
გამოცემა წერს, რომ მზისა ზაზაძემ, 30 ივლისს „ევექსის“ ქსელის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. ის სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში 3 აგვისტოს გამოწერეს, რის შემდეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ახალქალაქის ჰოსპიტალში 6 აგვისტოს მოათავსეს, 7 აგვისტოს კი გარდაიცვალა.
0
0