28/02/2024
15:00
მსოფლიო
ათასობით ხელოვანმა ვენეციის ხელოვნების წლევანდელი საერთაშორისო გამოფენიდან ისრაელის გარიცხვა მოითხოვა და ბიენალე "აპართეიდიული რეჟიმის სახელმწიფოს პლატფორმირებაში" დაადანაშაულა.
როგორც Aljazeera წერს, ღაზას სექტორში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო, ისრაელი მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას, მათ შორის ხელოვნების სამყაროში. აქტივისტთა ჯგუფის The Art Not Genocide Alliance-ის (ANGA) განცხადებით, 2 წლის წინ, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს ვენეციის სახელოვნებო ბიენალეში მონაწილეობის მიღება აეკრძალა, თუმცა საერთაშორისო გამოფენის ხელმძღვანელობამ არ მიიღო ზომები ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც ღაზას სექტორში ომს ისევ აგრძელებს.
„ბიენალე დუმს პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მიერ ჩადენილ სასტიკ ქმედებებთან დაკავშირებით. ამ ორმაგი სტანდარტით შეძრწუნებულნი ვართ. ბიენალეში მონაწილეობის მიღება სამხრეთ აფრიკასაც აეკრძალა აპართეიდის რასისტული რეჟიმის გამო. დღეს კი, წამყვანი უფლებადამცველი ჯგუფები მივიჩნევთ, რომ ისრაელის მიერ პალესტინის მიწების უკანონო ოკუპაცია აპართეიდის სასტიკი სისტემის ანალოგი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია,”- განაცხადა ANGA-მ.
აქტივისტთა ჯგუფის შეფასებით, "ისრაელის ნებისმიერი ოფიციალური წარმომადგენლობისა და კულტურული ნიმუშის საერთაშორისო სახელოვნებო დონეზე დაშვება მისი გენოციდური პოლიტიკის მოწონებას ნიშნავს".
0
0