09/09/2022
19:41
პოლიტიკა
აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს, სანქციები თუ დაწესდება, ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე, – განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებმა კელი დეგნანს შეკითხვა დაუსვეს გარი კასპაროვისა და მაიკლ მაკფოლის მიერ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც წერილის ავტორები ამბობენ: „პირებმა მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ასევე უნდა იცოდნენ, რომ სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ“.
„მე არ წამიკითხავს სტატია. ასე რომ, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მასთან დაკავშირებით, როგორც აქამდეც მითქვამს, აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს. როდესაც სანქციები წესდება, თუ ისინი დაწესდება, მაშინ ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ასე ვუდგებით ჩვენ სანქციებს. ისინი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა როგორც ვნახეთ, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა იცავს მათ. ეს არის სანქციების არსი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0