12/12/2023
13:40
მსოფლიო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა, სადაც „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას ფლობენ, ოთხშაბათს კენჭს უყრის „დემოკრატი“ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცესის ოფიციალურად გაფორმებას.
ამის შესახებ Reuters რესპუბლიკელი ლიდერების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ისინი აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთმა „რესპუბლიკელმა“ კანონმდებელმა თქვა, რომ პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ხუთშაბათს დახურულ შეხვედრაზე გამოავლინა კენჭისყრის გეგმები, რაც ასევე განიხილეს მისმა სხვა პარტიულმა კოლეგებმაც.
„რესპუბლიკელები“ ადანაშაულებენ პრეზიდენტსა და მის ოჯახს იმ არამართლზომიერ სარგებელში, რომელშიც ბაიდენი ჩართული იყო ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას პრეზიდენყობისას 2009-2017 წლებში.
ისინი ასევე ადანაშაულებენ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ბაიდენის შვილის, ბიზნესმენ ჰანტერ ბაიდენის გამოძიებაში არასათანადო ჩართვაში. იუსტიციის სამინისტრო ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს.
რესპუბლიკელმა დეპუტატმა კელი არმსტრონგმა ხუთშაბათს წარადგინა 14-გვერდიანი რეზოლუცია, რომელიც საშუალებას მისცემს პალატას კენჭი უყაროს გადაწყვეტილებას გამოძიების ჩატარებასთან დაკაშირებით.
ამ დრომდე, „რესპუბლიკელებმა“ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც აკავშირებს ბაიდენის, როგორც ვიცე-პრეზიდენტის ქმედებებს მისი შვილის ბიზნესთან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სენატი, სადაც დემოკრატებს აქვთ მცირე უმრავლესობა, ხმა მისცეს პრეზიდენტის გასამართლებას, თუ პალატა დაამტკიცებს იმპიჩმენტის მუხლებს.
რესპუბლიკელი დეპუტატი ბაირონ დონალდსი, რომელიც ბაიდენის საკითხის გამოძიების სამი კომიტეტიდან ერთ-ერთშია, თქვა, რომ ის მოელის გამოძიების დასრულებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში და პალატა გაზაფხულზე შეიმუშავებს იმპიჩმენტის მუხლებს.
0
0