03/11/2023
09:31
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა, თუმცა დემოკრატები აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სენატში არ განიხილავენ.
დემოკრატიული პარტიის წევრებს სურდათ კანონპროექტის მიღება, რომელიც ასევე მოიცავდა უკრაინის დაფინანსებას, მაგრამ რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან უკრაინისა და ისრაელის ერთიან დახმარებას.
დემოკრატებმა ასევე გააპროტესტეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული რესპუბლიკელების წინადადება – „ის მიზნად ისახავს ისრაელის მილიარდებით უზრუნველყოფას შიდა შემოსავლების სამსახურისთვის დაფინანსების შემცირებით, რომელსაც ევალება გადასახადების შეგროვება აშშ-ში“.
სენატის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი და მას ხარვეზიანი უწოდა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კანონპროექტს ვეტოს გამოიყენებენ.
0
0