
"არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება", - ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობა “საქართველოს უპირველეს ყოვლისას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილი 17 ივნისს, ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
"არანაირი ძალადობა. ტყუილია. თქვენ თუ 10-ჯერ იტყვით კვერცხზე ქვას, ის ქვა არ გახდება. იმიტომ, რომ თქვენ მაგის ძალა არ გაქვთ, არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება. მაგრამ განსხვავებით ამისგან განახებთ ეს ხალხი რას აკეთებდა 7-8 მარტს, როგორ ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ცდილობდა ცეცხლი გაეკიდებინა პარლამენტის შენობისთვის და როგორ მიატოვეს იმ ლიდერებმა, ვინც ეხლა მოჰყავთ აქ ე.წ. სპიიკერებად. იმ ადამიანებმა წაიყავნეს ბავშვები, ახალგაზრდები წაიყვანეს პროვოკაციაზე, შემდეგ მიატოვეს და ერთი სული ჰქონდთ როდის დაიღუპებოდა ვინმე,"- ამბობს შაქარიშვილი მედიასთან.
შაქარიშვილი ამ წუთებში “ფრანკლინის კლუბის” მიერ ორგანიზებული ღონისძიების გასაპროტესტებლად ადგილზე მივიდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.
“ფრანკლინის კლუბის” დღევანდელი ღონისძიება საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს ეძღვნება.
როგორც კლუბის წევრები ამბობენ, ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვეული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც, ორგანიზატორების თქმითვე, არ ესწრება ამ შეკრებას.
0
0