03/03/2022
13:04
პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც ალბათ, პასუხი გაეცემა.
„სააკაშვილი არახამიას შესახებ ამბობს, რომ მისი გუნდის წევრია და ვითომ, მამამისი ბატალიონის ხელმძღვანელი იყო და რუსებთან ბრძოლის ისტორიული გამოცდილება გააჩნია არახამიას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მის გარშემო იკრიბება გარკვეული პოლიტიკური გავლენის ჯგუფი, რომელიც რადაშია წამყვან პოზიციებზე. რა არის აქ გასაკვირი და უცნობი? – ამ მძიმე ვითარებაში, როცა უკრაინა სისხლშია, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის აგენტები შეიძლება, წარმატებული გამოდგნენ. ამას ვუშვებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ გაურკვეველია საქართველოდან უკრაინის ელჩი რატომ გაიყვანეს, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იგივე განაცხადეს და თქვეს, რომ უკრაინაში მოხალისეების წასვლას სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუწყონ. უამრავი კითხვა იბადება, რომელსაც ალბათ, პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
„საიდან და რატომ ჩნდება კითხვები? – ორი აზრია, ზელენსკიმ მიიღო დრამატული გადაწყვეტილება ისე, რომ არავის არ ჰკითხა. არის მეორე ვერსიაც, ჩვენ რისი იმედიც გვაქვს. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქვეყანა არ არის, როგორშიც საქართველოა. საქართველოს ელჩი უკრაინაშია და დაბომბვის ქვეშაა მისი და საელჩოს სხვა თანამშრომლების. ათასობით ადამიანია სწორედ რუსეთის აგრესიის გამო, ათასობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი არიან მძევლებად. ჩვენი პატარა ქვეყანა თავისი მცირე რესურსებით არის ზარბაზნის ქვეშ, როცა წინ არაფერი უდგას რუსეთის ფედერაციას, რომ განახორციელოს გარკვეული აგრესია და დაანგრიოს ეკონომიკაც. რუსეთის მხრიდან არაფერი არ ხდება ისეთი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ იყოს. აქედან გამომდინარეა ჩვენი დასკვნები. ასობით ადამიანი სისხლს აბარებს და არავინ ერთმანეთს არ ეკითხება პოლიტიკურ პოზიციებს. ათასობით ტონა ტვირთი, ჰუმანიტარული დახმარება მიდის. გაერო-ში, ევროსაბჭოში, ეუთო-ში ჩვენი პოლიტიკური ლიდერების განცხადებები კეთდება და ამას ნაციონალები ევრონესტში არ შეერთებიან. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ექსტრაორდინალური ხდება, რადგან ელჩი გაიწვიეს. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციები რისთვისაც ელჩი გაიწვიეს, სათამადო შედეგს მიიღებს. საქართველომ აგრესიაც განიცადა, უამრავი ადამიანიც დაკარგა, ბრძოლის ველზე მიატოვეს ნაციონალებმა და დღეს ყელყელაობენ და უტიფარ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
0
0