
"მანქანა შესყიდულია 2023 წელს, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე მე დავიკავებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ არის მაინცდამაინც მართებული"- უპასუხა პრემიერ მინისტრმა ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც განაცხადა:
თქვენ ხართ ღარიბები მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება გძარცვავთ, გძარცვავენ მილიონერი დეპუტატები, ჩინოვნიკები, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები. ის ადამიანები ზუსტად იმიტომ არიან მილიონერები, რომ თქვენ გძარცვავენ. ღიმილისმომგვრელი იცით რა არის? - მინისტრებს, რომლებსაც აქვთ 13 000 ლარი ხელფასი, "ქართულ ოცნებას" ჰყავს 30 მილიონერი დეპუტატი, ქალბატონი მინისტრი, რომელიც მინისტრობის პერიოდში და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახდა მილიონერი, ბატონი პრემიერ-მინისტრი, როდესაც გახდა პრემიერი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა. "ოცნების" ჩინოვნიკები, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში ტოტალური კორუფციის მთელი სქემა - ამიტომ ხართ თქვენ ღარიბები.
0
0