-share.jpg)
არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა – 45 წლის მამაკაცს გულ-მკერდის მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შემთხვევა კახეთში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მამიდის ქმარმა, 12 წლის გოგო გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მის კვალს მიაგნეს. შურისძიების მიზნით, ბრალდებულს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია გოგონას ნათესავი.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვის სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.
მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებულის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს, სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა წინასწარი განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება. პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც სიღნაღის მოსამართლემ გაითვალისწინა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 12 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
მომხდარზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე - გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
"არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში" - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კახეთში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ, ძალადობის შემდეგ, პირველი დედას დაურეკა და დახმარება ითხოვა…
0
0