28/11/2024
20:25
პოლიტიკა
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს უღალატა, - ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადაწევის შესახებ.
როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დღეიდან, მისი მიზანია, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი.
“არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს უღალატა! დღეიდან უმთავრესი მიზანი მექნება, რომ ივანიშვილიდან დაწყებული, ღალატის აქტის რიგითი თანამოაზრით დამთავრებული, ყველამ უმკაცრესად აგოთ პასუხი!”, - წერს მეზვრიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0