04/11/2023
01:00
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. გერმანელი დიპლომატი დღეს სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს შეხვდა და ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანმა სექტემბერში მოიპოვა.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციის ძალისხმევა არის ხიდი, რომელსაც შეუძლია მშვიდობისკენ უსწრაფესი გზის ჩვენება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რაც შეიძლება მალე შედგეს“, – განაცხადა ბერბოკმა.
ბერბოკი ასევე გეგმავს ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობის მონახულებას ლტოლვილთა მიღების ცენტრში, ასევე – სომხეთში ევროკავშირის მისიის წევრებთან შეხვედრას.
მასთან, 4 ნოემბერს კი, ანალენა ბერბოკი ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდება.
0
0