15/11/2021
15:12
პოლიტიკა
ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხონ, რატომ ხდება ასე.
“სულ უფრო ხშირად გაისმის უკმაყოფილო შემოძახება-დამუნათებები საზოგადოების პასიურობის გამო. განსაკუთრებით ლანძღავენ ახალგაზრდობას.
სრულიად ფუჭი და უგუნური საქციელია. სანამ ვინმეს გალანძღავთ, უმჯობესია საკუთარ თავს კითხვა დაუსვათ, რატომ ხდება ასე ? რატომ არის საზოგადოება პასიური? ემთხვევა თუ არა თქვენი და ახალგაზრდობის მიზნები ერთმანეთს ? შესძელით თუ არა თქვენ თქვენი მიზნები ისე აგეხსნათ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც არ გემხრობათ, რომ ის მათთვისაც მისაღები გამხდარიყოს ?
სანამ ვინმეს დაადანაშაულებთ პასიურობაში ჯერ ეს კითხვები დაუსვით საკუთარ თავს და თუ ისევ მხოლოდ სხვა გგონიათ დამნაშავე, მაშინ არც ყოფილა თქვენი საშველი.
მე მომწონს ჩვენი ახალგაზრდობა!” – წერს მამუკა გამყრელიძე.
0
0