-share.jpg)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამუშაო შეხვედრას მართავს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მონაწილეობით.
“შეხვედრას, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრება” - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი სამუშაო შეხვედრას მართავს გენერალური პროკურორის იგორ კრასნოვის, კრემლის შტაბის უფროსის ანტონ ვაინოს, შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ კოლოკოლცევის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, ФСБ- დირექტორის ალექსანდრე ბორტნიკოვის, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის ვიქტორ ზოლოტოვის მონაწილეობით“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, მედია აქტიურად წერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლაზე. შოიგუს ნაცვლად თავდაცვის სამინისტროს უფროსის პოსტზე შესაძლოა დაინიშნოს რუსი გენერალ-პოლკოვნიკი და ტულას რეგიონის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი. 1999 წლიდან 2007 წლამდე ის პუტინის მცველი იყო.
0
0