
უსუფაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
უსუფაშვილის შეფასებით, ეს პოლიტიკურ ანალიზს ვერ ექვემდებარება, რადგან საბაზისო ზნეობრივ, ადამიანურ საკითხებშია გადასული.
„პირველად, როდესაც სკოლის სახელმძღვანელოში ამოვიკითხე, რომ რომში იმპერატორმა ცხენი შეიყვანა პარლამენტშიო, ვერ გავაცნობიერე რაზე იყო საუბარი. ამ პარლამენტში ცხენები სანატრელია უკვე, იმიტომ რომ იმდენს ვერ დააშავებს ცხენი, რამდენსაც ადამიანი შეძლებს, როგორც ჩანს. რაღაცნაირად მოახერხოს და ხაზი გადაუსვას საერთოდ ყველაფერს, რაც წმინდაა, ლამაზია, მშვენიერია, გასაფრთხილებელია, ზნეობრივია... ანუ, რისთვისაც თითქოს შეხვედი პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი გააძლიერო და მას მოაშორო სარეველები, ხიფათები, საფრთხეები და ა.შ. ერთი ხელის მოსმით უარი თქვა ყველაფერზე, რაც შენში ჩაუდია ერს, საგანმანათლებლო სისტემას, წიგნებს, აღზრდით ვინც იყო დაკავებული.
უბედურება იმაშია, რომ ეს პოლიტიკურ ანალიზს ვერ ექვემდებარება, რადგან საბაზისო ზნეობრივ, ადამიანურ საკითხებშია გადასული. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმა, როდესაც გვაქვს ავტორიტარული დემოკრატია, ანუ ფორმით, თითქოს ევროპული სტანდარტებით შეკაზმული პროცესია და შინაარსით, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციების გაგრძელება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
0
0