08/09/2023
15:16
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის მიდგომას, რომ ევროპული ოჯახის წევრობისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება პრეზიდენტული პოზიციების დაკავების კიდევ ერთი მაგალითი იყო.
„საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იყო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტული პოზიციების დაკავების კიდევ ერთი მაგალითი. ამ კრიტიკულ ვითარებაში ვიზიარებ და ვეთანხმები ქალბატონი პრეზიდენტის მიდგომას, სადაც ჩასასვლელია ყველგან უნდა ჩავიდეთ, რაც გასაკეთებელია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც გასათხრელია ყველგან უნდა გავთხაროთ, იმისთვის რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისკენ ნაბიჯის გადადგმის შემძლე გახდეს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
0
0