
“კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესო იქნება დიპლომატების პოზიცია, იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
„რა თქმა უნდა, დემარშია ეს, მაგრამ არის მეორე სერიოზული საკითხი, როგორი ფორმით წარმოუდგენია, რომ ხელისუფლებამ, იუსტიციის მინისტრმა თუ მთავრობის მთელმა შემადგენლობამ, რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როდესაც სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში დღეს გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026