14/05/2023
22:35
მსოფლიო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ.
"მათ ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიის მშვიდობისთვის. მივესალმები მათ ძალისხმევას და ჩვენ ერთად განვიხილეთ დღის წესრიგის ყველა საკითხი". - აღნიშნა შარლ მიშელმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ასევე, შეეხეო აშშ-ს მონაწილეობით მიღწეულ სამშვიდობო ხელმშეკრულებას და დასძინა, რომ ეს იმპულსი უნდა შენარჩუნდეს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, უნდა შენარჩუნდეს იმპულსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად". - თქვა მიშელმა.
.
0
0