
მეცნიერებს თქვენი ფიქრების წაკითხვა უკვე დისტანციურად შეუძლიათ.
წინანდელი გონებრივი აქტივობებისა და ფიქრების გაშიფრვის მეთოდი ტვინის სიღმეში ელექტროდების განთავსებას საჭიროებდა. 29 სექტემბერს, გამოსაქვეყნებელ კვლევათა მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც უახლესი მიდგომაა აღწერილი. ახალი მეთოდი არაინვაზიურ ტვინის სკანირების ტექნოლოგიას, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მ.რ.ტ.) ეფუძნება.
მ.რ.ტ. ჟანგბადით მდიდარი სისხლის ტვინში მოძრაობას იკვლევს და ვინაიდან ტვინის აქტიურ უჯრედებს მეტი ენერგია და ჟანგბადი ესაჭიროებათ, მ.რ.ტ-ით მიღებული ინფორმაცია ტვინის აქტივობის არაპირდაპირ საზომსა და მაჩვენებელს წარმოადგენს.
სკანირების მეთოდებით ტვინის აქტივობაზე ინფორმაციის მიღება ტვინის აქტივობის პარალელურად შეუძლებელია, რადგან ტვინის უჯრედების მიერ გამოცემული ელექტრული სიგნალები სისხლზე ბევრად სწრაფად მოძრაობენ.
ამის მიუხედავად, მკვლევრები ამბობენ, რომ თუმცა ფიქრების სიტყვა-სიტყვით გაგება არ გამოდის, ამ ნაკლოვანი მეთოდით მაინც შესაძლებელია ადამიანების ფიქრების სემანტიკური (ენობრივი ან ლოგიკური) მნიშვნელობის გაშიფვრა.
ახალი კვლევის ფარგლებში, მკვლევართა გუნდმა 20-დან 30 წლამდე ერთი ქალსა და ორი კაცს ხანგრძლივი მ.რ.ტ. ჩაუტარეს. 16 საათის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა პოდკასტსა და რადიოგადაცემას მოუსმინეს. შემდეგ მკვლევრებმა ეს ინფორმაცია კომპიუტერ ალგორითმს მიაწოდეს, რასაც „გამშიფვრელი“ შეარქვეს, რომელიც აუდიო ჩანაწერების შინაარს ტვინის სკანირებებზე გამოსახულ ტვინის აქტივობებს ადარებდა.

ალგორითმის ინფორმაციით „კვების“ შემდეგ, მას შეეძლო მიეღო მ.რ.ტ. ჩანაწერი და მასზე დაყრდნობით ამბავი ან მოვლენა აღედგინა. ალგორითმის მიერ შემუშავებული სიუჟეტები ადამიანის მიერ შემეცნებულ/გამოცდილ ამბებთან ძალიან ახლოს იყვნენ. მოკლედ, დაისკვნა, რომ ალგორითმს შეუძლია ადამიანების მიერ მოსმენილის ტვინის სკანირებების გამოყენებით აღდგენა.
თუმცა ალგორითმი შეცდომებს უშვებს და მაგალითად, პერსონაჟების სქესსა და პირის ნაცვალსახელებს ურევს. „მან იცის რა ხდება, მაგრამ არა ის ვინ აკეთებს ამას.“
წყარო: ScienceAlert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0